Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სპეციალისტებმა ხარაგაულში დასაქმებული ჩინელები მოინახულეს

© photo: Sputnik / Igor Ageenko / გადასვლა მედიაბანკშიგზის მშენებლობა
გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა კორონავირუსუს თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ხარაგაულში, ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს შეხვდნენ და კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში ჩინელები სხვადასხვა მნიშვნელოვან სამშენებლო ობიექტზე მუშაობენ. ჩინურ სამშენებლო კომპანია „ჰუნანში“ აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 1000 ადამიანია დასაქმებული.

თამარ კაჭკაჭიშვილი - Sputnik საქართველო
ჩინეთში მცხოვრები ქართველი: „ჩინეთი ამ პატარა ვირუსს თავს არ დააჩაგვრინებს!“

ტელეკომპანიის ცნობით, სამედიცინო კაბინეტში ყველა ადამიანის შემოწმება მიმდინარეობს და ამ დროისთვის საშიშროება არ არსებობს. ვირუსის ნიშნები არც ჩინეთიდან დაბრუნებულ პირებს აღმოაჩნდათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დღესვე, ხარაგაულის მერსაც შეხვდნენ და შესაძლო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უხანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV.

დაავადება გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების შემთხვევები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში. დაავადებულთა საერთო რაოდენობამ ჩინეთის მატერიკულ ნაწილში 2744 ადამიანს მიაღწია, 81 ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთიდან ჩამოფრენილი ადამიანები 14 დღის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან >>

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ ფიქსირდება. ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი სასიკვდილო ვირუსის ქვეყანაში გავრცელების თეორიული ალბათობა არსებობს, თუმცა ამის შანსი მინიმალურია.

 

ყველა ახალი ამბავი
0