Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩინეთიდან ჩამოფრენილი ადამიანები 14 დღის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ჯანმრთელობის, განსაკუთრებით, ჩინეთიდან ჩამოფრენილი მგზავრების კონტროლის საგანგებო ზომები მიიღეს. ყველა მათგანი დისტანციურ თერმოსკრინინგს გადის.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ჩინეთიდან საქართველოში ჩამოფრენილი მგზავრები, რომელთაც აეროპორტში შემოწმების დროს სხეულის მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირდებათ, 14 დღის განმავლობაში მაინც იქნებიან მეთვალყურეობის ქვეშ, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 80-ს მიაღწია, დაავადებულთა რაოდენობა კი 2744-მდე გაიზარდა. საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციები და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის კუთხით ზომების მიღება დაიწყო. საქართველოს აეროპორტებში მგზავრების შემოწმების გარდა, იგეგმება სერიოზული საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოსახლეობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოში სასიკვდილო ვირუსის გავრცელების თეორიული ალბათობა არსებობს, თუმცა შანსები მინიმალურია.

ნიღბიანი მოგზაურები პეკინში - Sputnik საქართველო
ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება

„საქართველო მწვანე ზონაში მდებარეობს. რისკი დაბალია, მაგრამ თეორიული ალბათობა იმისა, რომ ვირუსი გავრცელდება, არსებობს. ყველა სტრუქტურა მაქსიმალურად მობილიზებულია. ის ადამიანები, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოვიდნენ და მათ სხეულის მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნათ, მეთვალყურეობის ქვეშ მაინც დარჩებიან, და ეს მეთვალყურეობა 14 დღე გაგრძელდება", – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სიტყვებით, ვირუსის გავრცელების ალბათობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია, მათ შორის საქართველოშიც.

„რისკი ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიცაა. იმიტომ რომ მიმოსვლა დღეს იმდენად ინტენსიურია, რომ ნებისმიერი ინფექცია შეიძლება ძალზე სწრაფად გავრცელდეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, რისკი არის, მაგრამ ეს რისკი მინიმალურია. სამინისტროში ყოველდღიურად იმართება საკოორდინაციო შეხვედრა და ჩვენ ვგეგმავთ, სულ უფრო გავაძლიეროთ მზადყოფნის რეჟიმი", – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ყველა ჩამოფრენილ მგზავრს თერმოსკრინინგი უტარდება – მათ ტემპერატურას დისტანციური თერმომეტრით უზომავენ, ასევე მოხდება თითოეული მათგანის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. იმ შემთხვევაში, თუ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსზე მეტია, ეს ადამიანი ავტომატურად შედის რისკ-ჯგუფში და მას ეპიდემიოლოგთან გაგზავნიან.

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ხველება, საერთო სისუსტე და ტემპერატურა აღენიშნება, მას ინფექციურ კლინიკაში მასშტაბურ გამოკვლევაზე გადაგზავნიან.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ინფორმაციით, თვის განმავლობაში საქართველოში ოთხიდან ხუთი ათასამდე ჩინელის შემოსვლაა მოსალოდნელი.

ამას გარდა, საქართველოში ჩინელები სხვადასხვა მნიშვნელოვან სამშენებლო ობიექტზე მუშაობენ, ამიტომ ხვალიდან ეპიდემიოლოგების ჯგუფი მოინახულებს ხარაგაულში აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალზე დასაქმებულებს და მათ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან კორონავირუსზე.

ყველა ახალი ამბავი
0