Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ექიმები მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ

© Sputnik / STRINGERსარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით საქართველომ აეროპორტებში და სახმელეთო  საზღვრებზე მკაცრი სამედიცინო კონტროლი დააწესა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველო თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თურქეთიდან შემოსულ მგზავრებს ექიმები კორონავირუსზე ამოწმებენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ

მედიკოსები მგზავრებს ტემპერატურას სპეციალური დისტანციური თერმომეტრით უზომავენ და მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

ტელეკომპანიის ცნობით, საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ექიმები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ასევე ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში.

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. დაავადება გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების შემთხვევები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში. დაავადებულთა საერთო რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, ჩინეთის მატერიკულ ნაწილში 2744 ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 81 გარდაიცვალა.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება მიმდინარეობს

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი სასიკვდილო ვირუსის ქვეყანაში გავრცელების თეორიული ალბათობა არსებობს, თუმცა ამის შანსი მინიმალურია. 

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით კი, ერთი თვის განმავლობაში საქართველოში, სავარაუდოდ, ოთხიდან ხუთი ათასამდე ჩინელი შემოვა.

ამას გარდა, საქართველოში ჩინელები სხვადასხვა მნიშვნელოვან სამშენებლო ობიექტზე მუშაობენ, ამიტომ ეპიდემიოლოგების ჯგუფი მოინახულებს ხარაგაულში აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალზე დასაქმებულებს და სრულ ინფორმაციას მიაწვდის კორონავირუსზე.

ყველა ახალი ამბავი
0