Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველომ ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი აკრძალა

© photo : MEPA Georgia / FBგარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმპორტზე აკრძალვა მანამ იმოქმედებს, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთს კორონავირუსისგან თავისუფალ ზონად არ გამოაცხადებს

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ტიპის კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით იკრძალება ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ჩინეთში 81-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 2744-ს. საქართველოს ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები გაითვალისწინა და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ზომების მიღება დაიწყო.

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ექიმები მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ

„აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცხოველების იმპორტის აკრძალვის გარდა, საქართველოს აეროპორტებში მოწმდება ყველა მგზავრი. გარდა ამისა, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია.

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსი არ არის დაფიქსირებული. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ახალი ვირუსის გავრცელების თეორიული ალბათობა არსებობს, მაგრამ შანსი მინიმალურია.

ყველა ახალი ამბავი
0