საქართველოში ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის თემაზე კონფერენცია გაიმართება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, დეპუტატი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით საქართველოში თებერვალში მაღალი დონის კონფერენცია ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის თემაზე გაიმართება, განაცხადა PACE-ს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჰენდრიკ დამსმა (Hendrik Daems).

„მე მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა არის სამაგალითო, რადგან თებერვალში საქართველოში გაიმართება მაღალი დონის კონფერენცია ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის საკითხებზე. მე მჯერა, რომ ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვაც აუცილებელია. ჩვენ უნდა გვქონდეს საბოლოო ოქმი კლიმატის საკითხებზე“, - განაცხადა დამსმა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად 2019 წლის ნოემბერის ბოლოს მიიღო. თავმჯდომარეობა ქვეყანამ საფრანგეთისგან გადმოიბარა. საქართველო პირველად უხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში, 2020 წლის მაისამდე.

ორშაბათს გამართულ ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სამშაბათს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაც.

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, დეპუტატი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. კენჭისყრა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია კობახიძის ხელმძღვანელობით.

სტრასბურგში ევროპის სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება >>

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაფუძნებულ ორგანიზაციაში 47 სახელმწიფო შედის.

ყველა ახალი ამბავი
0