ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში იქნება.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, დეპუტატი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

კენჭისყრა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია კობახიძის ხელმძღვანელობით, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს

საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად 2019 წლის ნოემბერის ბოლოს მიიღო. თავმჯდომარეობა ქვეყანამ საფრანგეთისგან გადმოიბარა. საქართველო პირველად უხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში, 2020 წლის მაისამდე.

ორშაბათს გამართულ ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სამშაბათს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაც.

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაფუძნებულ ორგანიზაციაში 47 სახელმწიფო შედის.

ყველა ახალი ამბავი
0