Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე აეროპორტშივე ამოწმებენ

© AP Photo / Kin Cheungკორონავირუსი ჩინეთში
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაც შეეხება შეზღუდვებს მგზავრობასთან დაკავშირებით, რადგან აქამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ  კორონავირუსთან დაკავშირებით არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, საქართველოც მხოლოდ პრევენციული ზომების მიღებას გააგრძელებს

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე შემოწმდებიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას. პირველ რიგში, მგზავრს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები. მოხდება თერმული სკრინინგი და შემდეგ, 38 გრადუსი და მეტი ვისაც ექნება ტემპერატურა, ასეთი მგზავრი თუ გამოჩნდება, მას ექნება საშუალება, გაიაროს საწყისი წინასწარი შეფასება ადგილზე, აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
ჩინეთში საგანგებო მდგომარეობის უმაღლესი დონე 25 პროვინციაში გამოცხადდა

რაც შეეხება შეზღუდვებს მგზავრობასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილის განმარტებით, რადგან აქამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კონკრეტულ კორონავირუსთან დაკავშირებით არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ამიტომ, ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტროც აგრძელებს პრევენციული ზომების რეჟიმში მუშაობას.

„ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების შესაბამისად. როგორც კი ეს მითითება გვექნება, მივყვებით უკვე საერთაშორისო რეგულაციებს, რაც ასეთ შემთხვევაში მოქმედებს“, – განაცხადა გაბუნიამ

მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს აუხსნა თუ როგორ ვრცელდება ვირუსი.

„კორონავირუსი გადაიცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ ამ შემთხვევაში, ვირუსის გადაცემის გზა გახლავთ დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე კონტაქტი. იქნება ეს დაინფიცირებულის საგანი თუ რაიმე სხვა ნივთი, ამ ვირუსის გადაცემის შემთხვევები აღწერილი არ არის. ამდენად, ჩვეულებრივ ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციები კონტაქტურად, ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაიცემა. ამდენად, ამისი საშიშროება რა თქმა უნდა არ არის“, – განმარტა თამარ გაბუნიამ.

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
კორონავირუსით დაღუპულთა და დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა

მისივე თქმით, მედიკოსები აეროპორტში დღესაც არიან, ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. აქცენტი დღემდე კეთდება მაღალი რისკის რეგიონებიდან ჩამოსულ მოგზაურებზე და არა გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ მოგზაურებზე.

„მაღალი რისკის არიან ჩინეთიდან, განსაკუთრებით იმ პროვინციიდან ჩამოსული ადამიანები, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელება. ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია, ექიმები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ჩვენ ჩვენი მხრიდან დავახმართ კიდევ უკვე სხვა, გადაუდებელი დახმარების ექიმებს“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

რაც შეეხება იმას , თუ როდემდე გაგრძელდება შემოწმება, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს გაგრძელდება, ვიდრე მდგომარეობა შეფასებულია, როგორც რისკის მატარებელი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ გასცემს სხვაგვარ რეკომენდაციებს ან იტყვის, რომ შეწყდეს შემოწმება.

„კარგი და საიმედო ამბავი არის ის, რომ ჩინეთმა უკვე ოფიციალურად დააფიქსირა განკურნებული პაციენტების შესახებ ინფორმაცია. ექვსდღიანი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტი გამოეწერა სრულიად თავისუფალი ვირუსისგან, ორმა ანალიზმა დაადასტურა ეს, რაც ნამდვილად საიმედო ინფორმაციაა და ნიშნავს იმას, რომ ბევრ შემთხვევაში ვირუსი დაექვემდებარება მკურნალობას იმ ღონისძიებებით, რაც დღეს მედიცინისთვის ცნობილია. თუმცა დღეს ისიც ცნობილია, რომ ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დროულად მოხდება ამ ვაქცინის გამოსვლაც და მისი გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საშიში ვირუსი

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
ჩინეთში საქართველოს ელჩი უხანში მყოფ ქართველებს შეხვდა

უცნობი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ უხანში 31 დეკემბერს გახდა ცნობილი. ექსპერტებმა მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019-nCoV-ს შესახებ.

გაირკვა, რომ პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ჩინეთში ვირუსით დაინფიცირდა 1287 ადამიანი, დაიღუპა 41 პაციენტი.

ვირუსი გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიასა და ტაილანდში.

ყველა ახალი ამბავი
0