Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩინეთში საქართველოს ელჩი უხანში მყოფ ქართველებს შეხვდა

© photo: Sputnik / Anna Ratkoglo / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსი ჩინეთში
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქ უხანში, რომელიც ახალი კორონავირუსის ეპიდემიის კერად მიიჩნევა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ჩინეთში საქართველოს საელჩო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა, ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ უხანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შორის ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ჩინეთში ახალი კორონავირუსი მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 1 287 ადამიანია.

ელჩის განცხადებით, ქალაქ უხანში, რომელიც ვირუსის გავრცელების მთავარ კერად მიიჩნევა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. არჩილ კალანდიას ინფორმაციით, ისინი უსაფრთხოდ არიან.

„საელჩოს 24 საათიან რეჟიმში აქვს კონტაქტი ჩვენს თანამემამულეებთან, როგორც ქალაქ უხანში, ასევე, ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში. ბოლო ინფორმაციით, ქალაქ უხანში იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე. მათთან დღეს პირადად მქონდა საუბარი. ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, აქვთ საკვებიც და მედიკამენტებიც საჭიროების შემთხვევაში. ამ ქალაქში დროებით შესვლა-გასვლა აკრძალულია და კარანტინია გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ ქალაქში ყოფნა მოუწევთ“, – განაცხადა ელჩმა პირველი არხის ეთერში.
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
ყველა ძალები ვირუსთან საბრძოლველად: ჩინეთში საავადმყოფოს ექვს დღეში ააშენებენ

ელჩი განმარტავს, რომ უშუალოდ უხანში უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით უპრეცედენტო ზომები ხორციელდება. ასევე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ტარდება ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში.

„ჩინეთის სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში ჩინეთის ხელისუფლება ახორციელებს შესაბამის პრევენციულ, სანიტარულ ზომებს.  ჩვენი მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. მათგან ნაწილმა დატოვა ჩინეთის ტერიტორია, ნაწილი უსაფრთხო გარემოშია“, - განაცხადა კალანდიამ.

ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საელჩოს 24-საათიანი ცხელი ხაზის მეშვეობით (+86 13716877635).

ამასთან, არჩილ კალანდიას თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების გამო პანიკა არ შეიმჩნევა.

„ჯერჯერობით, პანიკა არ არის არც ჩინეთში ზოგადად და საბედნიეროდ, არც ჩვენს მოქალაქეებში. ჩინეთში დღეს დაიწყო ახალი წელი და რეალურად, ეპიდემიის პიკს ელოდებიან თებერვლის დასაწყისში, როცა ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში ასობით მიმოფანტული ადამიანი დაუბრუნდება თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს. ვითარება საკმაოდ რთულია, რადგან მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ შესაბამისი ზომებიც მიღებულია და ყველა აეროპორტში,  სადაც კი შეიძლება ქალაქებიდან გასვლა-შესვლა, მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებია მიღებული, მთელი ჩინეთის მასშტაბით“, – განაცხადა ჩინეთში საქართველოს ელჩმა.

როგორ გაჩნდა კორონავირუსი

გაირკვა, რომ პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ექსპერტებმა მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019-nCoV-ს შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს – ჯანმო >>

ვირუსი გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურსა და ტაილანდში.

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.

ყველა ახალი ამბავი
0