05:59 06 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6398
  • 100 RUB4.2064
  • USD3.0739
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (208)
1209 0 0

სპეციალისტები გვაფრთხილებენ: მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოში მინიმალურია, ქვეყნის ხელისუფლება მაინც მზად უნდა იყოს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოში არის სასიკვდილო საფრთხის შემცველი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე, რომელმაც ჩინეთში იჩინა თავი, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.

სამინისტრო: კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო>>

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებული უნდა იყვნენ ამ დაავადების შესახებ, ხოლო ხელისუფლებამ მაქსიმალურად სწრაფად გამოავლინოს საეჭვო შემთხვევები და დასვას სწორი დიაგნოზი.

„ახალი ვირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხე არსებობს ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში... ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ჩინეთიდან საქართველოში ჩამოდიან, პოტენციურად, შესაძლოა, ვირუსის გადამტანები გახდნენ. ეს განსაკუთრებით იმათ ეხება, ვინც ჩინეთის იმ რეგიონებიდან ჩამოდის, სადაც ვირუსია გავრცელებული", – განუცხადა დომენტემ ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დაინფიცირებულის სწრაფი იზოლირება. მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში მიემგზავრებიან, უნდა მოერიდონ გრიპის ნიშნების მქონე ადამიანებს და გამოიყენონ დამცავი ნიღბები.

„რაც შეეხება საკვებს, აუცილებელია თავის შეკავება უმი ხორცპროდუქტებისა და რძის პროდუქტების მიღებისგან", – აღნიშნა დომენტემ.

უფრო ადრე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია, მაგრამ მაინც არის და ამისთვის მზადყოფნაა საჭირო.

საქართველოს საზღვრებზე განათავსებენ ბანერებს ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე. ყველა მოგზაური მიიღებს ინფორმაციას, თუ სად უნდა მიმართოს, თუ დაავადების სიმპტომები გაუჩნდა.

ყურადღება, სასიკვდილო ვირუსია!საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში საფრთხის შესახებ გააფრთხილეს>>

საშიში ვირუსი

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. გაირკვა, რომ პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ექსპერტებმა მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019-nCoV-ს შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

ბოლო მონაცემებით, დასნებოვნებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 830-ს აჭარბებს. აქედან 26 პაციენტი გარდაიცვალა. ლეტალურ შემთხვევათაგან 24 ჰუბეის პროვინციაზე მოდის, ორი კი — მის ფარგლებს გარეთ.

ვირუსი გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურსა და ტაილანდში.

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.

კორონავირუსის საშიშროება – საქართველოს მოქალაქეებს ახალ რეკომენდაციებს აძლევენ>>

ინფექციის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა და ხველება მცირე სისველით.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (208)

მთავარი თემები