მებაჟეებს 1 მარტიდან ხელფასები გაეზრდებათ

© photo: Sputnik / Nika Latariaფოთში მებაჟის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ფოთში მებაჟის საერთაშორისო დღე აღნიშნეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ქართველ მებაჟეებს პროფესიული დღესასწაული დავოსიდან მიულოცა, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 მარტიდან მებაჟეებს შრომის ანაზღაურება გაეზრდებათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ფინანსთა მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ხელფასები გავზარდოთ ყველა მებაჟისთვის. მადლობას გიხდით კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის. ამ შრომას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

საახალწლო გაათება - Sputnik საქართველო
როგორი 2020 გველოდება? – პენსიებისა და ხელფასების ზრდა, ახალი ინფრასტრუქტურა და არჩევნები

მინისტრმა მებაჟე-ოფიცრებს საბაჟოს საერთაშორისო დღე დავოსიდან მიულოცა და წარმატებები უსურვა. ივანე მაჭავარიანი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

საბაჟოს საერთაშორისო დღე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში აღნიშნა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

საზეიმო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ გახსნა.

კაკავას განცხადებით, ბოლო წლებში არაერთი რეფორმა ჩატარდა როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ისე საბაჟო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი საბაჟოს თანამშრომლებმა შეიტანეს.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – ხელფასები და პენსიები იზრდება

ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატებით 19 მებაჟე-ოფიცერი დაჯილდოვდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატები გადაეცა ასევე პროექტს „ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში".

ღონისძიებას მებაჟე-ოფიცრები, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორი უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საბაჟოს საერთაშორისო დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრ 183 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად ყოველ წელს აღნიშნავს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0