ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ქალები VS მამაკაცები: ბანკმა შეადარა, ვინ უფრო მეტი დახარჯა საახალწლოდ

© photo: Pixabay / AhmadArdityმამაკაცი საბანკო ბარათით იხდის შენაძენის საფასურს
მამაკაცი საბანკო ბარათით იხდის შენაძენის საფასურს  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანკის ანალიტიკოსების დასკვნით, 2020 წელს შვებულებაში მყოფი მამაკაცები უფრო ეკონომიურები იყვნენ, ვიდრე ერთი წლის წინ.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საახალწლო არდადეგების დროს საზღვარგარეთ რუსი მამაკაცების მიერ დახარჯულმა საერთო თანხამ ქალების დახარჯულს სამჯერ გადააჭარბა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბანკ Русский Стандарт-ის მონაცემებზე დაყრდნობით.  

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
„შობას გილოცავთ!“ – ბანკის მძარცველმა მთელი ფული ჰაერში გააბნია

გავრცელებული ინფორმაციით, ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ბანკის ყველა ბარათზე შესრულებული ოპერაციების დინამიკა 2020 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით, და ის 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს შეადარეს.

„მამაკაცურ“ ბარათებზე დახარჯული ჯამური თანხა სამჯერ აღემატება „ქალური“ ბარათების დანახარჯს, შენაძენის რაოდენობა 1,5-ჯერ მეტია, ხოლო საშუალო ქვითარი — თითქმის 2-ჯერ მეტი“, — აცხადებენ ბანკის ანალიტიკოსები.

თუმცა, მათი თქმით, 2020 წელს შვებულებაში მყოფი მამაკაცები მაინც უფრო ეკონომიურები იყვნენ, ვიდრე ერთი წლის წინ. ასე რომ, თუ ამ წლის პირველ რვა დღეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, საზღვარგარეთ მათი მთლიანი დანახარჯი შემცირდა 5,9%-ით, ბარათებით შენაძენის საერთო რაოდენობა კი — 1,8%-ით. ასევე შემცირდა საშუალო ქვითარიც — 4,2%-ით.

ანალიტიკოსებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ქალებმა გადახდის წესი ოდნავ შეცვალეს: მათ 9,4%-ით მეტი შესყიდვა შეასრულეს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შესყიდვის საშუალო ქვითარი შემცირდა 7,3%-ით, მათ წელს 1,4%-ით მეტი დახარჯეს.

ყველა ახალი ამბავი
0