წყლის პრობლემები ამჟამად ნინოწმინდის რაიონშია

© photo: Sputnik / Denis Aslanovჭა ქანდის მონასტერში
ჭა ქანდის მონასტერში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება სოფლის პრობლემებს არ წყვეტს, მოსახლეობას ისღა დარჩენია, რომ გზა გადაკეტოს, ასე მოიქცნენ გორელოვკის მცხოვრებლები.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცენტრალური – სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა გადაკეტა, იუწყება ტელეარხი Imedi.

ზამთრის კურორტები წყლის გარეშე - Sputnik საქართველო
ზამთრის კურორტები წყლის გარეშე

ადგილობრივი მცხოვრებლების უკმაყოფილების მიზეზი წყლისა და საძოვრების პრობლემა გახდა. მათი განცხადებით, ზამთრის პერიოდში წყლის დებეტი ჭებში მცირდება და იყინება, რის გამოც ადგილობრივებს უკვე მრავალი წელია სასმელ წყალთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. ხოლო როდესაც წყალმომარაგების სისტემას ფერმებიც შეუერთეს, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა.

გორელოვკელების თქმით, ფერმები რამდენიმე ადამიანს ეკუთვნის, მათ შორისაა ნინოწმინდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი.

ხუთშაბათს, 16 იანვარს საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის მიზეზი სწორედ წყლის პრობლემა გახდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ყველა ახალი ამბავი
0