ეს ყველაფერი დღესასწაულების წინ დაიწყო: გუდაურში წყალმომარაგება 31 დეკემბერს შეწყდა, ბაკურიანში – 1 იანვარს.
წყლის რეზერვის შემცირება უნალექობამ გამოიწვია. გუდაურში წყალმომარაგება ამ დროისათვის აღდგენილია, თუმცა ბაკურიანში ჯერ კიდევ დარჩა რესტორნები და სასტუმროები, რომლებსაც წყალი კვლავ არ მიეწოდებათ, რის გამოც დამსვენებელს კარგავენ.