თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დაამტკიცა, რომ 2019 წლის 23 ივნისს ბრალდებულის სიძემ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სიმამრმა მას ეს არ აპატია და დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც სიძე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში მეორე დღესვე დააკავეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.