14 წლით პატიმრობა: შშმ პირს მეგობარმა ხანჯლით 25 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა მეგობარი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, შურისძიების მოტივით დაჭრა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამამძიმებელი გარემოებით, უმწეო მდგომარებაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 14 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრა: ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბოროტმოქმედმა 2019 წლის 4 თებერვალს შურისძიების მოტივით და განზრახ მკვლელობის მიზნით მეგობარს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, სხეულისა და სახის სხვადასხვა არეში ხანჯლით 25 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაზიანებების სიმძიმის გამო დაშავებული ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე შემთხვევიდან ორ დღეში თბილისში დააკავეს.

აღნიშნულ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაშ მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით წარიმართა.

 

ყველა ახალი ამბავი
0