პროკურატურასთან აქციაზე ზვიად კუპრავა დააკავეს

© Sputnik / Shota Nozadzeზვიად კუპრავა
ზვიად კუპრავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ბათუმშიც, პროკურატურის შენობასთან, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენა გააპროტესტეს.

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში პროკურატურასთან აქციის დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ცუცქირიძე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ყოფილი გენპროკურორი შოთაძე ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია

პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა დღეს აქცია გამართეს. მათ გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს და უწყებასთან ბოტასები მიიტანეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლა, რის შემდეგაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166- ე მუხლებით არის დაწყებული,  რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან მათ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ბათუმშიც, პროკურატურის შენობასთან. გენერალური  პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენა არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა გააპროტესტეს.

ირაკლი შოთაძე, რომლის კანდიდატურაც გენპროკურორის პოსტზე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წამოაყენა, თანამდებობის დასაკავებლად კონკურენციას გაუწევს სხვა 13 პრეტენდენტს. საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ქვეყნის პარლამენტმა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს >>

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან, რომელიც მას 2015 წლიდან ეკავა, 2018 წლის 31 მაისს გადადგა.  შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0