პრემიერი გადადგომას აპირებს? გახარია ჟურნალისტებს ურჩევს, „ფინალურ სერიას დაელოდონ“

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული საინფორმაციო საშუალებები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ უახლოეს მომავალში პრემიერის თანამდებობა ვაკანტური გახდება.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა და ჟურნალისტებს ურჩია, არ დააჩქარონ მოვლენები. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ყველას ვალდებულებაა მოვუაროთ ამ ქვეყანას განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა

ბოლო დროს ქართული მასმედია აქტიურად განიხილავს გახარიას შესაძლო გადადგომის საკითხს. პრემიერის თანამდებობაზე იგი 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა.

„ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას და ვნახოთ“, – მიმართა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე განიხილავენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელისა და პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურებს. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ გახარიას ადგილი შეიძლება თავად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმაც დაიკავოს. როგორც ცნობილია, იგი ადრეც ხელმძღვანელობდა მთავრობას.

გახარიას დოსიე

ყოფილი ბიზნეს-ომბუდსმენი და მთავრობის მრჩეველი გიორგი გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე 2016 წლის ნოემბერში გამოჩნდა, როდესაც მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 2012 წელს შექმნილი მინისტრთა კაბინეტის განახლება დაიწყო. მაშინ გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გახდა.

ერთი წლის შემდეგ კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტი ისევ განაახლა და გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა. 

გადასასვლელზე - Sputnik საქართველო
„ეს ხუმრობაა?“ - თბილისში NDI-ს კვლევა გააკრიტიკეს

გახარიასთვის ეს რთული პერიოდი აღმოჩნდა: შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მისი კარიერის დასაწყისშივე თბილისში მოხდა გახმაურებული მკვლელობა სკოლის მოსწავლეების ჩხუბის დროს. ამ საქმის გამოძიება, ისევე, როგორც დავა სამართალდამცველების მუშაობასთან დაკავშირებით, დღემდე გრძელდება.

შემდეგ სხვა მოვლენებიც განვითარდა: 2018 წლის მაისში თბილისი ახალგაზრდულმა აქციებმა მოიცვა. მაშინ გახარიამ ღამის კლუბებში ნარკომოვაჭრეების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის ქმედების გამო ბოდიშიც კი მოიხადა.

2019 წლის ივნისში საპროტესტო აქციები დაიწყო, მათ შორის, უშუალოდ გახარიას წინააღმდეგ. მას ადანაშაულებდნენ 21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის დარბევაში. იმ ღამით მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

გახარიას მინისტრობისას შსს-მ დაიწყო დანაშაულებათა დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება. გახარიამ გაამკაცრა პოლიტიკა ქურდული სამყაროსა და ნარკომოვაჭრეთა წინააღმდეგ, დაიწყო გზებზე უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება, საფუძველი ჩაეყარა კრიმინალური პოლიციის რეფორმას. გარდა ამისა, საქართველოს შსს-ში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0