გახარია: ყველას ვალდებულებაა მოვუაროთ ამ ქვეყანას განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა
„უწმინდესის ეპისტოლეში სრულად იყო კონცენტრირებული ეს სიბრძნე, მან პირდაპირ გვითხრა, რომ თავმდაბლობა არის მნიშვნელოვანი და არა ამპარტავნება. მან მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია და ყველას ვალდებულებაა მოვუაროთ ამ ქვეყანას განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა. ეს არის ძირითადი არსი, რაც უწმინდესის ეპისტოლეში იყო. მინდა მას, ქართულ სამღვდელოებას და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე!“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განმარტებით, შობის ბრწყინვალე დღესასწაული კიდევ ერთხელ გვახსენებს თავმდაბლობას და ქვეყანაზე ზრუნვას.