სამეგრელოში აჯიკის სახლი გაიხსნება

© courtesy of Mothers' Kitchenაჯიკა
აჯიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაცია, რომელიც რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით შეიქმნა, სამეგრელოში რიგი ფესტივალების – „ბედობის“ მსგავსი მეგრული „კუჩხასა“ და უძველესი „მარულას“ აღორძინებასაც გეგმავს.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. სულ მალე სამეგრელოს რეგიონში აჯიკის სახლი გაიხსნება, იუწყება რადიო „ათინათი“.

აჯიკის სახლი გახდება ადგილი, სადაც ადგილობრივები და ტურისტები სხვადასხვა სახეობის აჯიკის მომზადებას და იმ ქართული კერძების დაგემოვნებას შეძლებენ, რომელთა „სამშობლოდაც“ სამეგრელო ითვლება. 

აჯიკა - Sputnik საქართველო
მთაწმინდის პარკი აჯიკის ფესტივალს უმასპინძლებს

აჯიკის სახლის დაარსების იდეა სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან წულაიამ წამოაყენა. მისი თქმით, გასტრონომია რეგიონში ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„სამეგრელოში გასტროტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება განვავითაროთ აჯიკის სახლის მოწყობით და ასევე სხვადასხვა პროექტით, მაგალითად, „სტუმრად ბებოსთან", „თავგადასავლები მწყემსებთან"... ეს ნიშნავს იმას, რომ მიდიხარ სოფელში, რომელიმე ოჯახში და იღებ მისგან უნიკალურ სტუმარმასპინძლობას და განსაკუთრებულ მეგრულ კულინარიას აგემოვნებ“, – აღნიშნა წულაიამ. 

ორგანიზაცია DMO, რომელიც რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით შეიქმნა, სამეგრელოში რიგი ფესტივალების – „ბედობის“ მსგავსი მეგრული „კუჩხასა“ და უძველესი „მარულას“ აღორძინებას გეგმავს.

2018 წლის ზაფხულში აჯიკის პირველი ფესტივალი სწორედ სამეგრელოში გაიმართა. მოგვიანებით ესტაფეტა დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქს გადაეცა. აჯიკის ფესტივალი თბილისში წარმატებით ჩატარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0