მთაწმინდის პარკი აჯიკის ფესტივალს უმასპინძლებს

CC0 / Pixabay / აჯიკა
აჯიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჯიკის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საწებელის პატივსაცემად 21 სექტემბერს ფესტივალი გაიმართება.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში აჯიკის ფესტივალი უკვე მეორედ ჩატარდება, წელს ის მთაწმინდის პარკში 21 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალზე აჯიკის ყველაზე საუკეთესო მწარმოებელს გამოავლენენ. მის სახელს განსაზღვრავს პროფესიონალი ჟიური შეფ-მზარეული ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით. ესაა ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სიახლე.

აჯიკა - Sputnik საქართველო
აჯიკა არამატერიალური კულტურის ძეგლი გახდა

ყველაზე გემრიელ აჯიკას სამ ნომინაციაში გამოავლენენ: წითელი, მწვანე და მშრალი აჯიკა. ფესტივალის სტუმრები არაერთ ფასეულ ინფორმაციას მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან აჯიკის წარმოებასა და რეალიზაციაზე.

აჯიკის გარდა, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სხვა პროდუქტიც: ტყემალი, საწებელი, სვანური მარილი, ტრადიციული სუნელები და სხვ.

ფესტივალს ესტუმრებიან ფერმერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც ისაუბრებენ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოებაზე.

აჯიკის ფესტივალი პირველად 2018 წელს ზუგდიდში ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0