მომღერლები საქართველოდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ერთ სცენაზე იმღერებენ

CC BY-SA 4.0 / Sefer azeri / Akademik Milli Opera və Balet Teatrıაზერბაიჯანიდან აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი
აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი საოპერო შემსრულებლები ბაქოელ პუბლიკას რუჯერო ლეონკავალოს სახელგანთქმულ ოპერა „ჯამბაზებს“ წარუდგენენ

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. ოპერის მომღერლები საქართველოდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე 1 თებერვალს რუჯერო ლეონკავალოს ცნობილ ოპერა „ჯამბაზებს“ შეასრულებენ, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

მთავარ, კანიოს პარტიას შეასრულებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიისა და ვოკალისტების საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პროფესორი თეიმურაზ გუგუშვილი.

ოპერის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისის ოპერის თეატრში ლეონკავალოს „ჯამბაზებს" გააცოცხლებენ

ტონიოს როლზე მიწვეულია რუსეთის დიდი თეატრის სოლისტი, ვოკალისტების საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ანჟეი ბელეცკი.

სპექტაკლში მონაწილებას მიიღებენ ასევე აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტები აფაგ აბასოვი (ნედა), ჯაჰანგირ გურბანოვი (სილვიო), ალიაჰმედ იბრაგიმოვი (არლეკინი) და თურალ აგასიევი (გლეხი).

ორკესტრს უხელმძღვანელებს შტუტგარტის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი, დირიჟორების საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი მიხეილ აგრესტი. მისი გასტროლები სხვადასხვა დროს წარმატებით ჩატარდა მეტროპოლიტენ-ოპერაში (აშშ), კოვენტ-გარდენში (ინგლისი) და ევროპის სხვა ცნობილ საოპერო თეატრსა თუ საკონცერტო დარბაზში.

„ჯამბაზები“ - იტალიელი კომპოზიტორის, რუჯერო ლეონკავალოს ორმოქმედებიანი ოპერაა, რომლის ლიბრეტო თავად კომპოზიტორს ეკუთვნის. პირველად მაყურებლის სამსჯავროზე 1892 წელს მილანში წარადგინეს. ოპერის არია Recitar/Vesti la giubba საოპერო ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არიაა.

ყველა ახალი ამბავი
0