„მშობლები უფრო შემართებით არიან“ – ანიტასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

© Pixabay / Cimabueბავშვი
ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ავსტრიის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, ბავშვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კი ვერც ბელარუსმა აიღო, ანიტას ოჯახმა შეთავაზება ინდოეთიდან მიიღო.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ორი წლის ანიტა ფაცაციას ოჯახის ახლობელი მარიკა ხუციშვილი გოგონას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 

სტრესის დროს ხატვა დაგეხმარებათ - Sputnik საქართველო
მამა სევერიანემ პატარა ანიტა დახატა – ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

„ანიტა ინარჩუნებს სტაბილურობას. ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა შედარებით აღდგენილია. მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა ღვიძლის ფუნქციონირების გამოსასწორებლად. გრძელდება დიალიზი და სისხლში ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა. რაც მთავარია, ანიტა კონტაქტურია, ჩურჩულით ელაპარაკება ოჯახის წევრებს, აქტიურად ამოძრავებს კიდურებს და გმირულად ელოდება როდის გათავისუფლდება მართვით სუნთქვის აპარატისგან. უფრო შემართებით არიან ანიტას მშობლებიც! ყოველდღიურად თქვენი სიყვარული ძალებით ავსებს ანიტას ოჯახს, თითოეული თქვენგანის ჩართულობა უზომოდ დასაფასებელია! ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ!“ – წერს მარიკა ხუციშვილი.

Сладкий сон - будильник и игрушка рядом с книгой - Sputnik საქართველო
ანიტამ სრულიად საქართველო გააერთიანა - ბავშვის დასახმარებლად თბილისის მერიაც ჩაერთო

ორი წლის ანიტა ფაცაციას გულზე აქვს უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია. პატარას ორი დღის წინ ინდოეთში ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ორი წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთში სამი კვირის წინ გადაიყვანეს. ინდოეთი სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი შანსია, რომ პატარამ გულის დონორი იპოვოს.

მას შემდეგ, რაც ავსტრიის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, ბავშვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კი ვერც ბელარუსმა აიღო, ანიტას ოჯახმა შეთავაზება ინდოეთიდან მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0