ანიტამ სრულიად საქართველო გააერთიანა - ბავშვის დასახმარებლად თბილისის მერიაც ჩაერთო

© Pixabay / OldiefanСладкий сон - будильник и игрушка рядом с книгой
Сладкий сон - будильник и игрушка рядом с книгой - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება, მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც დაახლოებით 300 ათასი ევრო ჯდება.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. დედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მერიის წარმომადგენლები ოჯახთან კონტაქტზე არიან.

„როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია ბავშვის ავადმყოფობის შესახებ, უშუალოდ მერმა დაავალა შესაბამის სამსახურს, რომ დაკავშირებოდნენ ოჯახს და მაქსიმალურად დავხმარებოდით ბავშვს, რომ მისი მკურნალობა დაფინანსდეს. სოციალური სამსახურის თანამშრომლები არიან კავშირზე მშობლებთან“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
ტაქსი - Sputnik საქართველო
ძმებს, რომლებიც დედის დასახმარებლად „ტაქსაობენ“, 8 წლის ანასტასიამ დანაზოგი გადასცა

2 წლის ანიტას დედა, მარიკო სადრაძე თავის Facebook-გვერდზე კახი კალაძის მისამართით მადლობის წერილს აქვეყნებს: „ვიცი ბატონ კახის არ უყვარს აფიშირება, მაგრამ მე რომ საჯარო მადლობა არ გადავუხადო უბრალოდ გული გამისკდება… ყოველ დღე მისი უშუალო დავალებით მეკონტაქტებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას დახმარებისთვის (თუმცა, რა თქმა უნდა, რა თანხით დახმარებაზეა საუბარი არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი)“.

სანამ მერია ჩაერთვებოდა, უცხო თუ ნაცნობმა ხალხმა 100 ათას ევროზე მეტის შეგროვება შეძლეს. ბავშვის დედა თითოეული ადამიანისთვის მადლიერებას გამოთქვამს.

გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ორი წლის ანიტას დახმარების სურვილმა პირველივე დღიდან სრულიად საქართველო გააერთიანა. სოციალურ ქსელში ყოველ დღე შეხვდებით პოსტებს თუ როგორ აგირავებს ვიღაც კეთილი ადამიანი ბინას მის დასახმარებლად, როგორ გატეხეს ბავშვებმა ყულაბა და მოგროვებული ფული ანიტას მკურნალობის ანგარიშზე ჩარიცხეს, ასევე შეხვდებით ანონიმურ დახმარებებსაც. ანიტას დასახმარებლად სოციალურ ქსელში შეიქმნა საჯარო ჯგუფი „ანიტასთვის“.

„მინდა შენი თმის და კანის სურნელი შევიგრძნო...“ – თუთას დედა საზოგადოებას მიმართავს >>

ორი წლის ანიტა ფაცაციას დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ბავშვი იმყოფება ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 ათასი ევრო ჯდება. ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ, ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: „თიბისი“ ბანკი – GE38TB7855945064300017; „საქართველოს ბანკი“ – GE28BG0000000100761966 – მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია).

ყველა ახალი ამბავი
0