თბილისის მერია პოლიეთილენის პაკეტებთან ბრძოლას იწყებს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsპოლიეთილენის პაკეტები
პოლიეთილენის პაკეტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიეთილენის პაკეტები, რომელთა დაშლას სულ მცირე 400 წელი სჭირდება, სერიოზულად აბინძურებს გარემოს, ამიტომ ისინი ეტაპობრივად გაქრება მიმოქცევიდან.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია 2020 წლიდან სავაჭრო ობიექტებს პოლიეთილენის პარკების გამოყენების მხრივ გააკონტროლებს, იუწყება გაზეთი „რეზონანსი" დედაქალაქის მერიაზე დაყრდნობით.

რა ვუყოთ საქართველოში აკრძალული პოლიეთილენის პაკეტების მარაგს?>>

საქართველოში მაღაზიებში პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება 2019 წლის 1 აპრილიდან სრულად აიკრძალა. შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდა – 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აკრძალეს თხელი პოლიეთილენის პაკეტები, ასევე ყველა სახის პლასტიკური პაკეტის იმპორტი. თუმცა, მიუხედავად აკრძალვისა, ზოგიერთი ობიექტი მაინც იყენებს მას.

თბილისის ზღვა - Sputnik საქართველო
მერიას თბილისის ზღვის დაბინძურებაზე მკაცრი რეაგირება ექნება

დეკემბერში ყველა ობიექტმა მიიღო გაფრთხილება, რომ 2020 წლიდან შემოწმებები დაიწყება. ამისთვის თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სპეციალურ მზომველს შეიძენს. აპარატების შესაძენად გამოცხადდება ტენდერი, ხოლო მისი შესყიდვის შემდეგ დაიწყება მსხვილი სავაჭრო ობიექტების შემოწმება.

პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე საწარმოებს ამოწმებს გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, სარეალიზაციო ობიექტებს – ადგილობრივი თვითმმართველობა, ხოლო პარკების იმპორტს – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

პოლიეთილენის პაკეტებს გარემოს დაბინძურებაში წამყვანი ადგილი უკავია, მათი გამოყენება გლობალური მასშტაბის პრობლემაა. ამ პაკეტების დაშლას 400-ზე მეტი წელი სჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0