რა ვუყოთ საქართველოში აკრძალული პოლიეთილენის პაკეტების მარაგს?

© Sputnik / Natia Kvartskhavaპოლიეთილენის პაკეტები
პოლიეთილენის პაკეტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება არ გადაავადებს პოლიეთილენის პაკეტების აკრძალვას იმის გამო, რომ მეწარმეებმა მათი გაყიდვა ვერ მოასწრეს

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. მეწარმეებს, რომელთაც ვერ მოასწრეს 1 აპრილამდე პოლიეთილენის პაკეტების გაყიდვა, მათი გასაღების სხვა გზების მოძიება მოუწევთ, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქრისტინე ვარდანაშვილმა რადიო „პალიტრის“ ეთერში.

ეს ხუმრობა არ არის: რა შეიცვლება საქართველოში 1 აპრილიდან>>>

2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში თხელი პოლიეთილენის პაკეტები აკრძალეს, 2019 წლის 1 აპრილიდან კი აკრძალვა  ყველანაირი სახეობის პოლიეთილენის პაკეტს შეეხო.

 „ტექნიკური რეგლამენტი არ ითვალისწინებს გადავადებას ან ნარჩენების გამოსყიდვას. რეგლამენტი 14 სექტემბერს მიიღეს და მას შემდეგ ყველასთვის ცნობილია, რომ 2019 წლის 1 აპრილიდან პლასტიკური პაკეტების რეალიზაცია, წარმოება და იმპორტი მთლიანად აიკრძალებოდა. შესაბამისად, ბიზნესი ამ რეგულაციას მომზადებული უნდა შეხვედროდა“, - აღნიშნა ვარდანაშვილმა. 

ლილოს ნაგავსაყრელი - Sputnik საქართველო
ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება

ამასთან, მან მიუთითა, რომ პოლიეთილენის პაკეტების ექსპორტი აკრძალული არ არის.

„შესაბამისად, თუ პირებმა (პოლიეთილენის პაკეტები – რედ.) დიდი რაოდენობით შეიძინეს, შეუძლიათ მათი ექსპორტზე გატანა ან გადამამუშავებელი კომპანიებისთვის გადაცემა, რომლებიც ამ პაკეტებს გადაამუშავებენ და სხვა პროდუქციას დაამზადებენ“, - აღნიშნა ვარდანაშვილმა.

ახალი წესების დარღვევისთვის დაწესებულია 500-ლარიანი ჯარიმა, ასევე საქონლის კონფისკაცია. ხელმეორედ დარღვევა ათასი ლარით დაჯარიმდება.

პოლიეთილენის პაკეტების მოხმარება გლობალური მასშტაბის პრობლემაა. მათ ხრწნას შეიძლება 400 წელი დასჭირდეს.

ყველა ახალი ამბავი
0