თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპტრულო პოლიცია
საპტრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მაღაზია „აისაფორთი“ გაქურდეს, იუწყება ქართული მედია.

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში: შსს-მ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

გავრცელებული ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მაღაზიის შესასვლელი კარი, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა ოდენობის ზარალი მიადგა კომპანიას.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0