დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში: შსს-მ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გასულ წელთან შედარებით დანაშაული 9,5%-ით გაიზარდა, დანაშაულის უმეტესობა მოდის ქურდობაზე, ნარკოდანაშაულზე და ოჯახურ ძალადობაზე

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წლის თერთმეტ თვეში შსს-მ 58,7 ათასი დანაშაული დაარეგისტრირა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,5%-ით მეტია, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.

საქართველოში 9 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურეს >>

საანგარიშო პერიოდში გახსნილია 20,5 ათასზე მეტი დანაშაული. შედარებისთვის, გასულ წელს 53,6 ათასი საქმიდან 18,5 ათასი გახსნეს.

ჩადენილი დანაშაულის დაახლოებით 40% შეადგენს დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, საიდანაც ნახევარზე მეტი არის ქურდობა. 2019 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრამდე რეგისტრირებულია 18,3 ათასზე მეტი ქურდობა, საიდანაც მხოლოდ 19,6% არის გახსნილი.

მეორე ადგილზე არის ნარკოდანაშაული. საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებულია 6,1 ათასზე მეტი ასეთი დანაშაული. გახსნის პროცენტი აქ მაღალია - 74,9%.

დაკავება - Sputnik საქართველო
ნარკოლაბორატორიები, ნარკოტიკები და „ბიზნესი“ Telegram-ის საშუალებით: პოლიციამ სქემა გახსნა

ყველაზე გავრცელებულ დანაშაულთა სამეულის ბოლოშია ოჯახური ძალადობა. 2019 წლის 11 თვეში რეგისტრირებულია 4,5 ათასი მსგავსი დანაშაული, საიდანაც დაახლოებით 2,8 ათასი გახსნილია.

კიდევ ერთი გავრცელებული დანაშაულია სატრანსპორტო დანაშაული. გასული წლის დასაწყისიდან საქართველოში მოხდა დაახლოებით 2,8 ათასი ავარია, 328 ლეტალურად დასრულდა.

რაც შეეხება საქართველოს მთავარ მიღწევას - მექრთამეობასთან ბრძოლას - იანვარ-ოქტომბერში ამ მუხლით 54 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ზუსტად იმდენი, რამდენიც შარშან წინ. გახსნილი საქმეები - 2019 წელს 37%, 2018 წელს - 27%.

ყველა ახალი ამბავი
0