მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„შეცდომა კრიზისის დროს“ - ირანმა აღიარა, რომ უკრაინის Boeing-ი შემთხვევით ჩამოაგდო

© REUTERS / WANA NEWS AGENCYავიაკატასტროფა თეირანის აეროპორტში
ავიაკატასტროფა თეირანის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედროებმა განმარტეს, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რადგან ის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტთან ახლოს მიფრინავდა და მანევრს იმგვარად ასრულებდა, რომ მტრის სამიზნეში აერიათ

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ თეირანთან ჩამოვარდნილი „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო Boeing-ი შეცდომით არის ჩამოგდებული, იუწყება РИА Новости.

წითელი ხაზები აღარ არსებობს: აშშ და ირანი გამწვავების კურსს განაგრძობენ >>

ოთხშაბათს, 8 იანვარს იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" ლაინერი Boeing 737 ჩამოვარდა. ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა. საუბედუროდ, ავიაკატასტროფას ყველა მათგანი ემსხვერპლა.  დაღუპულთა შორის 82 ირანელი, 63 კანადელი, 11 უკრაინელი (მათ შორის, ეკიპაჟის 9 წევრი), 10 შვედი, 4 ავღანელი და 3-3 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

„ადამიანური შეცდომის გამო ეს თვითმფრინავი შემთხვევით იქნა ჩამოგდებული“, - ნათქვამია სახელმწიფო ტელერადიოკომპანია IRIB-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გენერალურ შტაბში განმარტეს, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რადგან ის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტის მახლობლად მიფრინავდა და მობრუნება შეასრულა იმგვარად, რომ შეცდომით მტრის სამიზნეში აერიათ. ეს მოხდა გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნის ფონზე, აშშ-ს შესაძლო რეაგირების გათვალისწინებით ერაყში აშშ-ს ბაზებზე სარაკეტო დარტყმების გამო.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ სამძიმარი გამოუცხადა კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და განკარგულება გასცა, რომ ყველა ზომა იქნას მიღებული ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის კომპენსაციის ასანაზღაურებლად და პირობა დადო, რომ თეირანი გამოძიებას გააგრძელებს. ამასთან, მან ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის ხარვეზების აღმოფხვრისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფა „აშშ-ს ავანტიურიზმით პროვოცირებული კრიზისის დროს მომხდარმა ადამიანურმა შეცდომამ“ გამოიწვია.

ფსიქოლოგიური ომი: ირანი უკრაინული თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდებას უარყოფს - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგიური ომი: ირანი უკრაინული თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდებას უარყოფს

თავდაპირველად, ირანის საავიაციო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ავარიის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. მაგრამ შემდეგ დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. მოგვიანებით, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იგივე ვერსია გამოთქვა კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, მას მხარი დაუჭირა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მიუხედავად ამისა, ირანი ამ ბრალდებების უარყოფას განაგრძობდა.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები იანვრის დასაწყისში დაიძაბა, როდესაც ერაყში ამერიკული სპეცოპერაციის დროს ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი დაიღუპა. ირანმა ამის საპასუხოდ ერაყში განთავსებულ ორ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. დარტყმის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სურს საკუთარი სამხედრო ძალის გამოყენება და მხოლოდ ახალი სანქციებით შემოიფარგლება.

ყველა ახალი ამბავი
0