Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ როგორ ჩაერთო დემნა გვასალია ავსტრალიის ხანძრის ქველმოქმედებაში – ფოტოები

© Facebook / Demna Gvasalia Dailyდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრალია რამდენიმე თვეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. სექტემბრიდან დღემდე სტიქიას არანაკლებ 24 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა, დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი, სიდნეის უნივერსიტეტის ცნობით, ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ცნობილმა მოდის სახლმა Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, ავსტრალიის მხარდასაჭერად ახალი კოლექცია გამოუშვა – კოლექციაში მაისურები და ჯემპრებია, რომლებსაც კოალა ახატია.

ავსტრალიის მხარდასაჭერად გამოსული სპეციალური კოლექციის გაყიდვა 13 იანვრიდან დაიწყება და მთელი თანხა ავსტრალიაში არსებულ ლოკალურ ორგანიზაციებში გადაირიცხება.

ავსტრალია რამდენიმე თვეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. სექტემბრიდან დღემდე სტიქიას არანაკლებ 24 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა, დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი, სიდნეის უნივერსიტეტის ცნობით, ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა.

დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
დემნა გვასალიას ახალი ტრენდი - გასაღების ფორმის „ჩოკერი“ საქართველოს დროშით

დემნა გვასალია ტრენდების ფუძემდებელია, ამიტომ მისი ულტრამოდური ნივთები მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევრების გარდერობებში ინახება. გვასალიას სტილმა, რომელსაც თავიდანვე მარგინალური და დამანგრეველი უწოდეს, მსოფლიოს წამყვანი მოდის გამოცემების ყურადღება მიიპყრო. დიზაინერი ატარებს ეპატაჟულ ჩვენებებს, რომლებსაც დიდი სიხარულით სტუმრობენ სახელოვანი სტუმრები.

დემნა გვასალია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად ის არის Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი. დემნას მიღებული აქვს პრემია CFDA (The Council of Fashion Designers of America) – „მოდის ოსკარი“, ხოლო მის ძმას გურამ გვასალიას Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის – მოდის სამყაროში „საუკეთესო საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერის“ ჯილდო.

ყველა ახალი ამბავი
0