დემნა გვასალიას ახალი ტრენდი - გასაღების ფორმის „ჩოკერი“ საქართველოს დროშით

© courtesy of Demna Gvasaliaდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუცხოო „ჩოკერის“ ღირებულება 620 აშშ დოლარია

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ბრენდი Vetements-ი, რომლის დამფუძნებელია მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, გასაღების ფორმის „ჩოკერს" ყიდის, რომელზეც საქართველოს დროშაა გამოსახული, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

© photo: vetements_official / instagramდემნა გვასალიას ახალი ტრენდი - გასაღების ფორმის „ჩოკერი“ საქართველოს დროშით
დემნა გვასალიას ახალი ტრენდი - გასაღების ფორმის „ჩოკერი“ საქართველოს დროშით - Sputnik საქართველო
დემნა გვასალიას ახალი ტრენდი - გასაღების ფორმის „ჩოკერი“ საქართველოს დროშით

აქსესუარი 2019 წლის ზაფხულის კოლექციიდანაა და მისი ღირებულება ფასდაკლების გარეშე 620 აშშ დოლარია.

დემნა გვასალია ქართველი მოდის დიზაინერია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და შემდეგ ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე განგრძო სწავლა. ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად ის არის Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერი.

დემნა გვასალია დაიბადა საქართველოში 1981 წელს, სადაც მან გაატარა ცხოვრების 17 წელი. მოდის ინდუსტრიაში მომავალი ვარსკვლავის ახალგაზრდობის წლებმა სსრკ-ში სამხედრო კონფლიქტების დროს გაიარა. ასეთი რთული პირობების მიუხედავად მან შეძლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულება. დემნას ერთადერთი შთაგონების წყარო იყო მისი ბებია. მოზარდობის ასაკში დემნა იძულებული იყო ხშირად შეეცვალა საცხოვრებელი გარემო მამამისის სამუშაოს გამო, საბოლოოდ ის აღმოჩნდა ლონდონში, შემდეგ კი გერმანიაში. თავისი სტილის საპოვნელად დემნას საკმაო დრო დასჭირდა.

დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
დემნა გვასალიას მორიგი ტრენდი – ყვავილებიანი საბნის ჩასადები ათასობით დოლარი ღირს

დემნა გვასალიას ახალი ტრენდი - საყურეები პლასტმასის ბოთლის სახურავისგან >>

გვასალია წავიდა ანტვერპენში, რათა ჩარიცხულიყო ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე. ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი იყო, დემნას მამაკაცების ტანსაცმლის დიზაინერობა მაშინ შესთავაზა, როდესაც ის ჯერ კიდევ სწავლობდა. გვასალია ბეირენდოკთან წელიწადნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი შექმნა ქალთა ტანსაცმლის კოლექცია. პრეზენტაციის ნახვა როგორც პირდაპირ, ასევე შოურუმში იყო შესაძლებელი, მაგრამ ტანსაცმლის ყიდვა შეუძლებელი იყო. ამ პროექტმა დემნას პარიზში Maison Margiela-ში დაუმკვიდრა ადგილი, საიდანაც დაიწყო მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში.

დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
დემნა გვასალიამ პარიზში ჩვენებაზე „ღორის გრიპის" თემა გაათამაშა

სამი წლის შემდეგ გვასალიამ მიიღო შეთავაზება Louis Vuitton-სგან, მაშინ როდესაც დემნა მუშაობდა მარკ ჯეიკობსთან ბრენდზე, რომელიც არ იყო საკმარისად კონცეპტუალური და არ იყო თანხვედრაში დემნას გემოვნებასთან. დიზაინერმა დაუყვოვნებლივ მიიღო შეთავაზება და დაიწყო მოდის გიგანტის შიგნიდან შესწავლა.

მისი შემდგომი ნაბიჯი მოულოდნელი იყო. ისდუსტრიაში იმედგაცრუებულმა დემნამ თავის მეგობრებთან (Margiela-დან) შექმნა Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“), საკუთარი მოდის ხაზი, რომლითაც სურდა თავისი ხედვის მსოფლიოსთვის გაზიარება.

ყველა ახალი ამბავი
0