თბილისში არეულობის გამო დაკავებულმა ორმა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა

© Sputnik / STRINGERაქციის დაშლა სპეცრაზმის მიერ
აქციის დაშლა სპეცრაზმის მიერ - Sputnik საქართველო
19 მანიფესტანტიდან ორს, რომლებიც ბრალდებული არიან ამბოხისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, არ სურს სასამართლოს გადაწყვეტილების გისოსებს მიღმა დალოდება.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისში 2019 წლის 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე არეულობის საქმის ორმა ფიგურანტმა – ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, იუწყება პირველი არხი.

სოსელიასა და კუპრეიშვილს ბრალი ედებათ სსკ-ის მუხლებით: „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები". ისინი გასული წლის 6 ივლისს დააკავეს. ამ საქმეში სულ 19 ადამიანი ფიგურირებს. ყველაზე მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას. სასამართლოში საქმე რამდენიმე ეპიზოდად არის დაყოფილი.

საპროტესტო აქციის დაშლა 20-21 ივნისის აღამეს - Sputnik საქართველო
პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულად კიდევ ერთი პირი ცნო

ამჟამად სოსელია და კუპრეიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. თბილისის საქალაქო სასამართლო უკვე შეუდგა საქმის არსებით განხილვას და მოწმეთა დაკითხვას. ამ ორი ბრალდებულის გარდა კონკრეტულ ეპიზოდზე საქმის ფიგურანტები არიან ასევე ზურაბ ბუდაღაშვილი და ბესიკ თამლიანი.

20 ივნისის საპროტესტო აქცია გვიან საღამოს არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, პოლიციამ კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი.

ლომჯარია: ყველა პოლიტიკოსი ვალდებული იყო, თავიდან აეცილებინა პოლიციასთან შეტაკება>>

20 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. ერთია პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება და მეორე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა და ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური