ლომჯარია: ყველა პოლიტიკოსი ვალდებული იყო, თავიდან აეცილებინა პოლიციასთან შეტაკება

© courtesy of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლომჯარიას განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რამდენად საკმარისია ნიკა მელიას წინააღმდეგ  შეგროვებული მტკიცებულებები, ამიტომ დღეს კომენტარს ვერ გააკეთებს.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ძალიან სამწუხაროა, რომ 20 ივნისის საღამოს ძალადობის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, იუწყება ტელეკოპანია imedi.

ლომჯარიას განცხადებით, აქციაზე მყოფი ყველა პოლიტიკოსის ვალდებულება იყო, მაქსიმუმი გაეკეთებინათ, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული პოლიციასთან შეტაკება, რაც აუცილებლად გამოიწვევდა ადამიანების დაშავებას.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს

მისი განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რამდენად საკმარისია ნიკა მელიას წინააღმდეგ შეგროვებული მტკიცებულებები, ამიტომ დღეს კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ჩვენ ვეცდებით საქმის მასალებს გავეცნოთ. ასევე ნიკა მელიას ადვოკატს მოვუწოდებ, რომ ყველა ის ინფორმაცია მოგვაწოდოს, რასაც მას პროკურატურა გადასცემს. მასალებს შევისწავლით და აღნიშნულ საქმეს მონიტორინგს გავუწევთ", - განაცხადა ომბუდსმენმა.

ლომჯარიას თქმით, ჯერ უნდა გაეცნოს მასალებს და მტკიცებულებებს და ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას, რამდენად არის მტკიცებულებები საკმარისი ბრალის წარსადგენად.

„იმიტომ, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა უნდა ვნახო იმისთვის, რათა დავადგინოთ ის მუხლი და განზრახვა, თუ ჯგუფურია, თანამზრახველები უნდა ინახოს. მასალებს და მტკიცებულებებს უნდა გავეცნოთ და შემდეგ ვიტყვი, რამდენად არის საკმარისი მტკიცებულებები ბრალის წარსადგენად", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
პარლამენტში ხმაურია: დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 26 ივნისს ბრალი წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით. ამჟამად პარლამენტში მელიასთვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ.

მელიას ადვოკატი: „ეს არის აბსურდული ბრალდება“>>

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

ყველა ახალი ამბავი
0