თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას თბილისში 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზაციაში, ასევე ამ პროცესების ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ბრალი წაუყენა.
საპროტესტო აქცია 20 ივნისს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის თბილისში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, თავდაპირველად მშვიდობიანი ხასიათისა იყო, მაგრამ 22:00 საათისთვის აქციის მონაწილეთა ჯგუფი, ძალის გამოყენებითა და პოლიციელებზე თავდასხმით, პარლამენტის შენობის შტურმით აღებას შეეცადა. პოლიციამ აქცია ორი საათის შემდეგ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
ბრალდება ოთხშაბათს მელიას ადვოკატს, გიორგი კონდახაშილს გააცნეს. დეპუტატს პროკურატურაში 10:00 საათზე ელოდებოდნენ, თუმცა ის იქ არ გამოცხადდა.
ამჟამად, პროკურატურის ინიციატივით, პარლამენტი მელიასთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნაზე მსჯელობს. ამის გარეშე დეპუტატს ვერ დააკავებენ.
პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, არსებობს იმის საშიშროება, რომ მელია მართლმსაჯულებას დაემალოს, ასევე, რომ მან მოწმეებზე მოახდინოს გავლენა.
კახიანი: შესაძლოა, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდეს>>
„გენერალური პროკურორი მოგმართავთ თხოვნით, გასცეთ თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - განაცხადა პროკურორმა გულუაშვილმა.
მელიას ადვოკატმა, თავის მხრივ, იმას, რომ მელია შეიძლება მიიმალოს, აბსურდი უწოდა.
გულუაშვილის განცხადებით, მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომ მან აქციის მონაწილეები დაარწმუნა, პოლიციელებს დასხმოდნენ თავს.
რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას მელიას ბრალის დასამტკიცებლად, ჯერ უცნობია. მაგრამ ფაქტია, რომ არეულობა პარლამენტთან მისი განცხადების შემდეგ მალევე დაიწყო, სადაც მან დასვა კითხვა, თუ რატომ უნდა იდგნენ პარლამენტთან და არა პარლამენტის შენობაში.
მელია: პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ>>
თავად მელია აცხადებს, რომ ის ამ ბრძოლისთვის მზადაა.