მკვლელობა მარტვილში: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrei Starostinმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული ჯემალ ნაჭყებია დანაშაულს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მარტვილის მუნიციპალიტეტის  სოფელ ტალერში მეზობლის 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ჯემალ ნაჭყებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

დაკავება - Sputnik საქართველო
მარტვილში 40 წლამდე მამაკაცი მეზობელმა მოკლა: შსს-მ საქმე ცხელ კვალზე გახსნა

აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროკურორის ლევან ფიფიას განმარტებით, თავად დაკავებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა.

„შობის ღამეს მოვიდნენ ჩემთან. გარდაცვლილმა დალია 4-5 ჭიქა ღვინო, რის შემდეგაც დაიწყო ჩემი ოჯახის საქმის გარჩევა. რატომ ცხოვრობ საზღვრებს გარეთ, როდესაც შენი ცოლი აქ მარტო წვალობსო. ამაზე წავკინკლავდით, მერე წავიდა. ისევ მოვიდა, დედაჩემმა უთხრა წადი აწი, შვილი, სახლშიო, რა დროსაც ხელი ჰკრა და შეაგინა. მერე მე დამიძახა - მოდი აქო. განერვიულებულმა რა ავიღე ხელში, არც მახსოვს. შეშინება მინდოდა: „წადი თორე მოგკლავ-მეთქი“, რა დროსაც ყელში მწვდა, დავარტყი, მაგრამ არ მახსოვს, რამდენჯერ და სად", - განაცხადა დაკავებულმა.

ნაჭყებია მარტვილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 7 იანვარს დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0