თბილისში პირველად საერთაშორისო საბავშვო მოდის კვირეული გაიმართება

© photo: Int Kids Fashion Week / FBთბილისში საერთაშორისო საბავშვო მოდის კვირეულის პოსტერი
თბილისში საერთაშორისო საბავშვო მოდის კვირეულის პოსტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ სახელი გაითქვა მოზრდილთა სამოსის საინტერესო და პერსპექტიული დიზაინერებით, ახლა კი თბილისის შესახებ შეიტყობენ როგორც ქალაქის შესახებ, სადაც საბავშვო მოდა ვითარდება.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თბილისში პირველად 13-15 იანვარს გაიმართება საერთაშორისო საბავშვო მოდის კვირეული International Kids Fashion Week, განუცხადეს ორგანიზატორებმა „Sputnik-საქართველოს“.

ქართული მოდა: გაიცანით ქეთი ჩხიკვაძის ახალი კოლექცია >>

კვირეულის ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. 13 და 14 იანვარს საბავშვო სამოსის ბრენდული ნიშნების ჩვენებები თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრშია დაგეგმილი.

თაკო მექვაბიძის ჩვენება - Sputnik საქართველო
„მოდურად ჩაცმა იოლი იქნება“ – 2020 წლის ტრენდები

რაც შეეხება დასკვნით დღეს, დეფილეს ჩატარება იგეგმება ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერები შეიკრიბებიან. სწორედ ისინი წარუდგენენ ქართველ მაყურებელს თავის საუკეთესო სამოსს.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა სვეტლანა ოგანმა გვიამბო, რადგან საბავშვო მოდის კვირეული იმართება პირველად, დიზაინერებს რაიმე განსაკუთრებულ შეზღუდვებს არ დაუწესებენ. მათ შეუძლიათ როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის კოლექციების წარმოდგენა.

„გვსურს, რომ საქართველოში განვითარდნენ საბავშვო დიზაინერები, რათა მათ კოლექციების კეთების სტიმული გაუჩნდეთ. უკვე ზაფხულში ვაპირებთ ჩავატაროთ მეორე სეზონი ბათუმში, სადაც უფრო მეტი ქვეყანა იქნება მიწვეული“, - განაცხადა ოგანმა.

ამჯერად საქართველოში ჩვენებებში მონაწილეობის მისაღებად უკრაინიდან ათი ბავშვი ესტუმრება.

ყველა ახალი ამბავი
0