„მოდურად ჩაცმა იოლი იქნება“ – 2020 წლის ტრენდები

© Sputnik / STRINGERთაკო მექვაბიძის ჩვენება
თაკო მექვაბიძის ჩვენება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა იქნება მოდური 2020 წელს: სეზონის ბოლო ტენდენციები, მოდური ფერები და ტრენდები ცნობილი ქართველი დიზაინერის თაკო მექვაბიძისგან.

თუ შარშან პოპულარობის პიკზე 1990-იანი წლების მოდა იყო, 2020 წელი ერთბაშად სამი ათწლეულის - 1960, 1970 და 1980-იანი წლების ტენდენციებს მიეძღვნება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ დიზაინერმა თაკო მექვაბიძემ.

დიზაინერებმა ამ წლების სილუეტები თანამედროვე ელემენტებით გააზავეს და აქცენტი კომფორტსა და თავდაჯერებულობაზე გააკეთეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ მოდის სამყაროში რამდენიმე ათწლეულის ტენდენციები შემოიჭრა, 2020 წელს ბევრი რამაა მოდური. თამამად შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება. საერთოდ, 2020 წელს მოდურად ჩაცმა იოლი იქნება. რასაკვირველია, ჩაცმის მოყვარულებს ვურჩევ, თვალი ადევნონ მსოფლიო ტენდენციებს და გაითვალისწინონ ისინი, მაგრამ მთავარია, არასოდეს დაკარგონ ინდივიდუალიზმი. თუ მოდაში შემოვა რამე ისეთი, რაც თქვენ არ გიხდებათ ან არ მოგწონთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ, როგორი მოდური და ტრენდულიც არ უნდა იყოს ეს ნივთი“, – აღნიშნა მექვაბიძემ.

ბრჭყვიალა და მკვეთრი ფაქტურები, თავთა – ძალიან აქტუალურია 2020 წელს; სრულიად განსხვავებული ფერები – დაწყებული ოქროსფერითა და ვერცხლისფერით, დამთავრებული ცისფერით, ყვითლითა თუ თეთრით. 

კრისი ტაიგენი - Sputnik საქართველო
ამერიკელი ტოპ-მოდელი ანუკი არეშიძის გამომწვევი კაბით გამოჩნდა

მოდურია ქალურობა, კარგად გამოკვეთილი წელი, თუმცა რჩება გარკვეული მამაკაცური ელემენტებიც, როგორებიცაა: პერანგები, ჟილეტები, მაღალწელიანი შარვლები. ცხვრის ბეწვის ფაქტურის ქურთუკები – სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია.

მინიქვედაბოლოებისა და ორნამენტებიანი კოლგოტების მოყვარულებს თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი ტრენდის არჩევა. მთავარია ზომიერების დაცვა – მოდურია კოლგოტები შედარებით სადა ორნამენტებით.

2020 წელს აქტუალობას არ კარგავს ტყავი, თუმცა ხელოვნური – ეს დიზაინერების ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილებაა, ამბობს მექვაბიძე და ხაზს უსვამს, რომ თითქმის ყველა წამყვანმა მოდის სახლმა უარი თქვა ნატურალურ მასალებზე და ამ გზით ცდილობს ცხოველებისა და გარემოს დაცვას.

„მოდა არსად მიდის და არ იცვლება, ის სახეცვლილი უბრალოდ დროში მოგზაურობს. წარმოიდგინეთ, დღეს მოდურია ბურჟუაზიული სტილის ელემენტებიც კი, კორსეტები, მაქმანები, ფართო სახელოები და ა.შ.“, – აღნიშნა მექვაბიძემ.

დიზაინერის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოდას თავისებურად აღიქვამენ, სწორედ ამიტომ უახლესი ტრენდები აქ ჩამოსვლას იგვიანებენ, თუმცა ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს. 

გიორგი ქებურია - Sputnik საქართველო
ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში ქართველი დიზაინერის სათვალემ აღაფრთოვანა

„ჩვენ, ქართველები ცოტა სხვაგვარად აღვიქვამთ მოდას, არ ვართ ტენდენციურები, არ მივდევთ მას, ყველას ინდივიდუალური, განსხვავებული გემოვნება აქვს. ამიტომ ჩვენთან ახალი ტრენდები დაგვიანებით ჩამოდის, ჩვენ მათ სწრაფად არ ავიტაცებთ ხოლმე, ისინი ნელ-ნელა შემოდის. თითქოს ჯერ ვაკვირდებით, ვეჩვევით და მხოლოდ შემდეგ ვიღებთ“, – ამბობს მექვაბიძე.

დიდი მხრები კვლავ ტრენდია. დიზაინერი გვირჩევს, აქცენტი მხრებზე გავაკეთოთ, რადგან მხრების ჰიპერტროფიული ხაზი კვლავ მოდას უბრუნდება. ასეთი ეფექტის მიღება შეიძლება როგორც თარგის, ისე სპეციალური სამხრეების დახმარებით.

სეზონის სიახლეა დალიანდაგებული ნაჭრისგან შეკერილი სამოსი. ახალ სეზონზე პოპულარული იქნება ასევე ფოჩიანი ტანსაცმელი. რაც შეეხება ნაქარგს, ახალ 2020 წელს მათ სამკაულის ნაცვლადაც გამოიყენებთ.

ქვედაბოლოები, შარვლები, პერანგები, კაბები, პალტოები დაკერებული ჯიბეებით ღირსეულ ადგილს დაიკავებენ თქვენს გარდერობში. მოდურ ქალბატონებს ეს სტილი ნამდვილად მოეწონებათ, რადგან ის არა მხოლოდ ლამაზი, არამედ პრაქტიკულიცაა.  

ახალი სეზონის ანტიტრენდების სიაში მოხვდა კლასიკური, შავი, წელში გამოყვანილი ბლუზები, სპორტული თარგის შარვლები, ნაოჭებად ასხმული ქვედატანი, უგები, მაღალძირიანი ბოტასები და სხვ.

მოდურ ქალბატონებს დიზაინერები ურჩევენ, 2020 წელს შეინარჩუნონ ქალური სტილი, ხაზი გაუსვან მას, აუცილებლად იქონიონ კარადაში ერთი თეთრი სამოსი და შეარჩიონ კომფორტული, მოსახერხებელი ტანსაცმელი.

ყველა ახალი ამბავი
0