BBC-მ საქართველო ყველის სამშობლოდ დაასახელა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ყველი
ქართული ყველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ყველი ჭეშმარიტად მდიდარი გემოთი და შესაშური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც, არ შეიძლება, უცხოური წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში არ მოქცეულიყო.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ბრიტანულმა ტელერადიომაუწყებელმა კომპანია BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორი ამტკიცებს, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ, შესაძლოა, ყველის სამშობლოცაა.

საინტერესო კვლევები ყველთან დაკავშირებით – მეცნიერთა ექსპერიმენტების შედეგები>>

თავის მიმოხილვაში ტეილორ ვეიდმენი „ყველის მწარმოებელთა ასოციაციის" დირექტორის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის სიტყვებს ეყრდნობა, რომელიც ამბობს, რომ ქალაქ-მუზეუმ მცხეთაში არის იმის არქეოლოგიური მასალა, რომ ათასობით წლის წინ ქართველები პირველები ამზადებდნენ ყველს.

ქართული ყველის ასორტი - Sputnik საქართველო
ტენილი, ჩოგი, კალტი... რვა ათასი წლის ისტორია და ჭაჭაში დამალული ყველი

ვეიდმანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საბჭოთა პერიოდის საქართველოს და იმას, რომ ეს ეპოქა ქვეყანაში ყველის წარმოებაზეც აისახა.

„საბჭოთა კავშირის დროს, 1921-1991 წლებში მთავრობა საბჭოთა ქვეყნების მეშვეობით დიდი რაოდენობის ყველის დამზადებას გეგმავდა. რადგან საჭირო იყო სწრაფად წარმოება, ძირითადად მზადდებოდა ოთხი სახეობის ყველი: იმერული, სულგუნი, ქარხნული და გუდა. რაც შეეხება იშვიათ სახეობებს, მათ თანდათანობით პოპულარობა დაკარგეს და გაქრნენ", – წერს BBC.

ვეიდმანი ჰყვება, თუ როგორ გაემგზავრა ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ქართულ სოფლებში ყველის სხვადასხვა სახეობების მოსაძიებლად, თუმცა მანამდე მხოლოდ ოთხი სახეობის შესახებ სმენოდა.

სულგუნი - Sputnik საქართველო
ქართულმა ყველმა პორტალ Food Insider-ის ყურადღება მიიპყრო

მოგზაურობის დროს ანამ შეიტყო, თუ როგორ ამზადებდნენ ხალხში ე.წ. იატაკქვეშა ყველს და ეშინოდათ, რომ ეს ხელისუფლებას არ შეემჩნია.

„საბჭოთა დროს ყველის მწარმოებლებს შეეძლოთ განსხვავებული პროდუქტის დამზადების გაგრძელება, მაგრამ თავშეკავებულად უნდა ემოქმედათ, რადგან არ შეეძლოთ ყველის გაყიდვა ან არასანქცირებული სახეობების გავრცელება, რადგან მათ საბჭოთა სისტემის გარეთ მოქმედ პირებად ჩათვლიდნენ", – წერს ვეიდმანი.

გარდა საინტერესო ისტორიული ფაქტებისა, სტატიის ავტორი დეტალურად საუბრობს ყველის სახეობებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აღნიშნავს დამზადების ხერხებს, ასევე პროდუქტის ვიზუალურ ნაწილზე და მათ გემოზე.

ყველა ახალი ამბავი
0