ქარელში ავარიამ ცხრა წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავდა ავტომანქანაში მსხდომი სამი მგზავრი. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გაუწია.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ცხრა წლის ბავშვი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
კახეთში ავარიაში ორი ადამიანი დაიღუპა

შემთხვევა დაახლოებით დღეს საღამოს სოფელ ბრეძის გზაზე მოხდა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად ცხრა წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა ავტომანქანაში მსხდომი სამი მგზავრი. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გაუწია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0