თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. დედოფლისწყაროს რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
დიდი სიჩქარით მოძრავი Ford-ის მარკის ავტომობილი სოფელ ქვემო ქედთან ჯებირს შეეჯახა.
პირველი არხის ინფორმაციით, შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ-ის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.