თბილისში ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა – დაიღუპა მგზავრი

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მეტროს სადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

თბილისი, 2 იანვარი - Sputnik.  თბილისში, მეტროს სადგურ „ავლაბრის მეტროსთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, მეტროს სადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ავტობუსის ერთი მგზავრი, ხოლო მძღოლი  დაშავდა.

ადგილზე  სამართალდამცველები იმყოფებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0