თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.
გურჯაანში, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ რამდენიმე მანქანას, შემდეგ კი ნონეშვილის გამზირზე მდებარე ჯიხურს, შემდეგ კი აფთიაქს შეეჯახა.
ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის შედარებით მძიმეა ერთი გოგონას მდგომარეობა, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა.
ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ბრიგადები.