გურიაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია 20 წლის მამაკაცი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში 78 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე 20 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

ოზურგეთში 78 წლის ქალი წამებით მოკლეს >>

მკვლელობა 2 იანვარს მოხდა. განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საცხოვრებელ სახლში, 1941 წელს დაბადებული ი. ხ. გაგუდა, ხოლო ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. მოგვიანებით აღნიშნული ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გატაცებულ ავტომობილს მომხდარიდან მალევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მიაკვლიეს. ამავე სოფელში ბრალდებული ზ.დ. დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0