ოზურგეთში 78 წლის ქალი წამებით მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი თავდამსხმელებმა აწამეს და მოკლეს. სახლიდან დაკარგულია Mercedes-ის მარკის მანქანა

თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში 78 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიციამ ქუთაისში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი ერთი პირი დააკავა - Sputnik საქართველო
პოლიციამ ქუთაისში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი ერთი პირი დააკავა – ვიდეო

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი თავდამსხმელებმა აწამეს და მოკლეს. სახლიდან დაკარგულია Mercedes-ის მარკის მანქანა.

„სახლიდან დაკარგულია ავტომანქანა. თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ქალს მანქანის გასაღებს სთხოვდნენ. მან კი არ მისცა და გაგუდეს. ზუსტად არავინ იცის რა მოხდა. დეტალებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები“, – განაცხადა მერის წარმომადგენელმა სოფელ მელექედურში, კახა მესხიამ.

მომხდარზე  გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0