საპენსიო ფონდმა წლის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა

© photo: Sputnikასაკოვანი თბილისელები
ასაკოვანი თბილისელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსური თვალსაზრისით, საპენსიო რეფორმამ მოქალაქეების ნორმალური ცხოვრება უნდა უზრუნველყოს საპენსიო ასაკში, მიიჩნევენ ფონდის ხელმძღვანელობაში.

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საპენსიო ფონდში, ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების დღიდან, დაახლოებით 563,5 მილიონი ლარი დაგროვდა, იუწყება პირველი არხი საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

როგორ მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა საქართველოში: ბოლო მონაცემები>>

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო
საქართველოში 1 იანვრიდან შემწეობა და პენსიები გაიზარდა

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო სისტემაში ჩართულია დაახლოებით 61,2 ათასი ორგანიზაცია და დაახლოებით 959,7 ათასი მოქალაქე.

დაგროვებული ფული პენსიონერებს პროცენტებით დაუბრუნდება – წლიური საშუალო 7%-ით. ამჟამად პენსიონერების ანგარიშზე დარიცხულია დაახლოებით 17,3 მლნ ლარი.

დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ ფულს სხვადასხვა პროექტში ჩადებს, რასაც ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. ამ პროცესს საპენსიო სააგენტოსთან არსებული საინვესტიციო სამსახური განახორციელებს.

ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა – დაგროვებითი პენსია სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. დანარჩენებს არჩევანის უფლება აქვთ. ივნისის ბოლოსთვის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გამოსულთა რაოდენობამ დარეგისტრირებულთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 10% შეადგინა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს, მაგრამ რეფორმის წარმატებისთვის ილოცებს>>

როგორც საპენსიო ფონდში აცხადებენ, რეფორმას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. ერთი გრძელვადიანია და მოქალაქეების საპენსიო ასაკში უზრუნველყოფას გულისხმობს, მეორე – კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებაა.

ყველა ახალი ამბავი
0