ინტოქსიკაციის მიზეზით ახალი წლის დღეებში 1,2 ათასზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძახებების ძირითადი მიზეზები იყო კვებითი ინტოქსიკაცია, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და ასევე ორივე – კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ერთად.

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით 31 დეკემბერიდან დღემდე ინტოქსიკაციის მოტივით 1254 გამოძახება დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ექიმის წინასაახალწლო რჩევები: თავმა უნდა აკონტროლოს მუცელი და არა – პირიქით!>>

უწყების ცნობით, ამ გამოძახებებიდან ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევა იყო 844, კვებითი – 387, ხოლო ორივე ერთად – 23.

ახალი წლის პერიოდში განსაკუთრებით იმატებს ალკოჰოლით ინტოქსიკაცია. ალკოჰოლით ინტოქსიკაცია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია დროის მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით ალკოჰოლური ნივთიერების მიღებით. აღნიშნული ზემოქმედებას ახდენს სუნთქვაზე, გულის რიტმზე, სხეულის ტემპერატურასა და პირღებინების რეფლექსზე, ასევე იწვევს კომასა და სიკვდილს. 

სალა  - Sputnik საქართველო
საუკეთესო საშუალებები ნაბახუსევზე: მეცნიერთა რეკომენდაციები

თუ მიღებული ალკოჰოლის დოზა მაღალია, მაშინ ღვიძლი ვერ ასწრებს მის განეიტრალებას და შედეგად სისხლში დიდი რაოდენობით გადადის აცეტალდეჰიდი. ეს ტოქსიკური ქიმიური ნაერთია, რომელიც გროვდება ორგანიზმში და იწვევს გულისრევას, ღებინებას, დიარეას, თავის ტკივილს, არტერიული წნევის მატებას, არითმიას. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭიროა ტოქსინების ნეიტრალიზაცია და ორგანიზმიდან მათი დროული გამოდევნა.

რაც შეეხება კვებით ინტოქსიკაციას, შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია, თვითგანკურნებადი და უმჯობესდება დამხმარე არასპეციფიკური სიმპტომური მკურნალობით. საკვებით მოწამვლა არის ბაქტერიით და/ან მათი ტოქსინებით, ვირუსებით, პარაზიტებით, ან ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით გამოწვეული ავადმყოფობა. როგორც წესი, დაბინძურება ვითარდება საკვების ან სასმელების არასათანადო მოპყრობის, მომზადების, ან შენახვის მიზეზით.

მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას, მიიღონ ჯანსაღი საკვები, ხოლო ალკოჰოლური სასმელი – მცირე დოზით, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები.

ყველა ახალი ამბავი
0