გიორგი გახარიამ საქართველოს მოსახლეობას ახალი 2020 წელი მიულოცა

გამოწერა
პრემიერმა ახალი წელი მიულოცა ახალგაზრდებსა და უფროს თაობას, ასევე ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მსახურობენ.

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. გილოცავთ ახალ წელს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ ყველას, სიკეთე, სიყვარული და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს საქართველოს - ასე მიულოცა საქართველოს მოსახლეობას ახალი 2020 წელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ახალი წელი მიულოცა ახალგაზრდებსა და უფროს თაობას, ასევე ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მსახურობენ.

„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ დამდეგ 2020 წელს! ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენს სამშობლოს. ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვმართლებოდეს ყველას – თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ახალგაზრდებსა და უფროს თაობას. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ახალი წელი ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოდან შორს მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის მსახურობენ; ასევე, თითოეულ ქართველს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში“, – აცხადებს გიორგი გახარია.
ილია მეორე - Sputnik საქართველო
„უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის“: ილია მეორემ ქართველ ხალხს ახალი წელი მიულოცა

მან ასევე ისაუბრა გამომწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

„საქართველო ისტორიულად იდგა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, მაგრამ ჩვენი ტრადიციებით, მიზანდასახულობით, თავისუფლებისადმი მუდმივი სწრაფვით და ერის გონიერებით, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი უნიკალური კულტურული იდენტობა. სწორედ ამ მიზანსწრაფულობით, ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე ისე, როგორც ზრუნავდნენ ჩვენი წინაპრები. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ – ექიმებმა, მასწავლებლებმა, ჯარისკაცებმა, პოლიციელებმა, საჯარო მოხელეებმა, მეწარმეებმა და სტუდენტებმა. ერთად უნდა დავძლიოთ არსებული გამოწვევები, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს – ჩვენ თავად უნდა შევქმნათ ის მომავალი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ“, - განაცხადა გახარიამ.

ქართველი ემიგრანტების საახალწლო მოლოცვები იტალიიდან – ვიდეო >>

პრემიერმა აღნიშნა, რომ იმედით შესცქერის მომავალს და სჯერა, რომ 2020 წელი მრავალი გამარჯვების წელი იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელი იქნება წარმატებული – საქართველო, თავისი ტრადიციებით და უნიკალური კულტურული იდენტობით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ აუცილებლად დავიმკვიდრებთ ჩვენს ღირსეულ ადგილს ევროპაში. 2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი, რომელიც განვითარებას და მშვიდობას მოუტანს ჩვენს სამშობლოს და კეთილდღეობას – თითოეული ჩვენგანის ოჯახს.

 

ყველა ახალი ამბავი
0