არასრულწლოვანი პატიმრები ახალ წელს ოჯახებთან ერთად შეხვდნენ

© photo: Special Penitentiary Service of Georgia / FBახალი წელი საპატიმროში არასრულწლოვნებისთვის
ახალი წელი საპატიმროში არასრულწლოვნებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წლის ღამით არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ პენიტენციურ დაწესებულებაში საახალწლო კონცერტი გაიმართა.

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. N11 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები ახალ, 2020 წელს ოჯახებთან ერთად შეხვდნენ, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ახალი წელი – ახალი წესები: რა ამოქმედდა საქართველოში 1 იანვრიდან>>

არასრულწლოვანთა დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიებაც გაიმართა, რომლის ორგანიზატორია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.

ციხე - Sputnik საქართველო
არასრულწლოვანმა დამნაშავეებმა სასჯელი შეიძლება ოჯახურ გარემოში მოიხადონ

საახალწლო კონცერტი იმ ბენდის მონაწილეობით გაიხსნა, რომელიც N11 დაწესებულებაში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონაწილეობით შეიქმნა.

საახალწლო ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ როგორც მასწავლებლები, ასევე არასრულწლოვანი მსჯავრდებულები.

ახალ წელს არასრულწლოვნებთან ერთად შეხვდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ცხვარაშვილი, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თათია ხოჭოლავა და სააგენტოს უფროსის მოადგილე ლადო ჯავახიშვილი, აცხადებენ უწყებაში.

საქართველოში არასრულწლოვანი დამნაშავეებისთვის მიკროციხეები გაჩნდება>>

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს მშობლებთან ერთად უკვე მეორედ შეხვდნენ. ამის ინიციატორია იუსტიციის მინისტრი.

ყველა ახალი ამბავი
0