https://sputnik-georgia.com/20191231/ukraina-ruseTi-gazis-tranziti-247393618.html
გარიგება შედგა: უკრაინა და რუსეთი ევროპაში გაზის ტრანზიტზე შეთანხმდნენ
გარიგება შედგა: უკრაინა და რუსეთი ევროპაში გაზის ტრანზიტზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დოკუმენტებზე ხელმოწერის კომენტირებისას აღნიშნა, რომ კონტრაქტი ხუთ წელზეა გათვლილი, რაც ქვეყანას მინიმუმ 7 მლრდ დოლარის... 31.12.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-12-31T13:16+0400
2019-12-31T13:16+0400
2023-07-20T15:32+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24729/94/247299449_0:409:2914:2048_1920x0_80_0_0_5f29f4e27c2ac4eebbdc06cccc4ede7c.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24729/94/247299449_109:0:2840:2048_1920x0_80_0_0_b7803655482d0fa950e7c629d87e3dba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
გარიგება შედგა: უკრაინა და რუსეთი ევროპაში გაზის ტრანზიტზე შეთანხმდნენ
13:16 31.12.2019 (განახლებულია: 15:32 20.07.2023) უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დოკუმენტებზე ხელმოწერის კომენტირებისას აღნიშნა, რომ კონტრაქტი ხუთ წელზეა გათვლილი, რაც ქვეყანას მინიმუმ 7 მლრდ დოლარის შემოსავალს მოუტანს.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს დოკუმენტთა პაკეტს, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპაში ტრანზიტს უზრუნველყოფს, განუცხადა „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ჟურნალისტებს.
„ხუთწლიანი განუწყვეტელი მოლაპარაკებების შემდეგ ვენაში მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება და მიღწეულია ფინალური შეთანხმება. ერთდროულად ხელი მოეწერა შეთანხმებებისა და კონტრაქტების მთელ კომპლექტს და ეს შეთანხმებები ნამდვილად არის დიდი პაკეტური გარიგება, რომელმაც აღადგინა მხარეთა ინტერესების ბალანსი“, — განაცხადა მილერმა.
მისი თქმით, დღეიდან ეს დოკუმენტები იურიდიულ ძალას იძენს და უზრუნველყოფს რუსული გაზის ტრანზიტს უკრაინის გავლით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დოკუმენტებზე ხელმოწერის კომენტირებისას აღნიშნა, რომ კონტრაქტი ხუთ წელზეა გათვლილი, რაც ქვეყანას მინიმუმ 7 მლრდ დოლარის შემოსავალს მოუტანს.
კონტრაქტის თანახმად, „გაზპრომი“ პირველი წლის განმავლობაში მინიმუმ 65 მლრდ კუბური მეტრი გაზის გადაქაჩვის გარანტიას იძლევა, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში — 40-40 მლრდ კუბომეტრისა. ამასთან, როგორც უკრაინის ლიდერი აცხადებს, სატრანზიტო ბუნებრივი აირის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.