მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მერკელი: ამერიკული სანქციები მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკებებს გაართულებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოუწოდა აშშ-ს, უარი ეთქვა რუსული გაზსადენის პროექტის საწინააღმდეგო სანქციებზე

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ამერიკული სანქციები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ აგების წინააღმდეგ შესაძლოა ნეგატიურად აისახოს რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის საკითხზე მოლაპარაკებებზე, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას. ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - Sputnik საქართველო
კრემლში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მაინც დასრულდება

მანამდე, სამშაბათს, აშშ-ის სენატმა ხმა მისცა ქვეყნის თავდაცვით ბიუჯეტს 738 მლრდ დოლარის მოცულობით, რომელშიც გათვალისწინებულია სახსრები „რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის“ სხვადასხვა სფეროში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ საწინააღმდეგო სანქციები და უკრაინისთვის სამხედრო დახმარება. ახლა დოკუმენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა გადაეცეს ხელმოსაწერად, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ მზადაა, დაუყოვნებლად მოაწეროს ხელი მას. 

„მე მივუთითე იმაზე (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის), რომ ამ დროისათვის უკრაინასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები გაზის შეთანხმებასთან დაკავშირებით 2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, ანუ ძალიან ჩქარა... რომ ეს მოლაპარაკებები საკმაოდ იმედისმომცემია. ამიტომ ხელსაყრელი არ იქნება, თუ უკრაინა სატრანზიტო მოსაკრებელს  ვერ მიიღებს იმის გამო, რომ ჩვენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან“ დაკავშირებით ეს პოზიცია გვაქვს“, — განაცხადა მერკელმა. 

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. მისი დასრულება 2019 წელს იგეგმება.

პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის უკრაინა, რომელსაც რუსული გაზის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვისა ეშინია. ასევე წინააღმდეგები არიან პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და აშშ. ისინი პროექტს პოლიტიკურად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ პროექტი აბსოლუტურად კომერციული და კონკურენტულია, და მიუთითებდა, რომ ის არ ითვალისწინებს რუსული გაზის ევროკავშირში უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტას.

ყველა ახალი ამბავი
0