ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrei Starostinმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით. თავად ბრალდებული გირაოს ითხოვდა 1 ათასი ლარის ოდენობით.

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში რამდენიმე დღის წინ ბაკურ სორდიას მეუღლემ, 30 წლის ეკა მიქავამ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამას წინ ცოლ-ქმრის ჩხუბი უძღოდა.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
ზუგდიდში 30 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ ანა არონიას შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. თავად ბრალდებული გირაოს ითხოვდა 1 ათასი ლარის ოდენობით.

როგორც სასამართლო სხდომაზე სორდიამ განაცხადა, ის მეუღლეზე სისტემატურად არ ძალადობდა. მისი თქმით, ბავშვებმა დედა დაკარგეს და მამის ციხეში ყოფნა არ შეიძლება, რადგან ისინი სტრესულ მდგომარეობაში არიან.

ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ბაკურ სორდია 29 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0